
Pilates im Studio
Für diejenigen, die lieber mit anderen trainieren
Welche Vorteile gibt es?
Wir sind im direkten Kontakt
Du hast die Möglichkeit der Sozialisation
Wir sind im direkten Kontakt
Du hast Abwechslung
პილატესი ორსულებისთვის შექმნილი და მორგებულია ორსულის საჭიროებებზე და ითვალისწინებს ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელ გამოწვევებს, რომლებიც მეტ-ნაკლებად ყველა ქალს აქვს. ორსულების ვარჯიში გათვლილია როგორც დამწყებისთვის, ისე პილატესის გამოცდილების მქონდე ქალებისთვის. ვარჯიშები ორსულს უმარტივებს ყოველდღიური დავალებების შესრულებას, აძლევს მას ენერგიას და მოტივაციას, აქრობს წელის ტკივილებს, აძლიერებს მენჯის ფსკერის კუნთებს და შესაბამისად ამზადებას სხეულს მშობიარობისთვის.
ხშირად დასმული კითხვები
1. ვარჯიში ინტერაქტიულ რეჟიმშია?
დიახ, ვარჯიში ინტერაქტიულ რეჟიმშია, ანუ ინსტრუქტორი გხედავს და შენც ხედავ მას, შესაბამისად გაძლევს მითითებებს და შესწორებებს.
2. რამდენი მოვარჯიშეა ჯგუფში?
მაქსიმალური ხარისხის შენარჩუნების მიზნით ჯგუფში მაქს. 10 მოვარჯიშეა
3. რამდენ ხანს გრძელდება ვარჯიში?
ვარჯიში 30-45 წუთიანია
4. ყოველ დღე ერთნაირი ვარჯიშებია?
არა, ყოველ დღე განსხვავებული ვარჯიშებია. ჩართულია 4 სახის ინვენტარი
5. რომელი ინვენტარი არის საჭირო?
დიდი ბურთი, პატარა ბურთი, ჰანტელები და წინაღობის გრძელი რეზინი. დამატებით ინფორმაციას ამ ლინკზე გაეცნობი.
6. კიდევ რა არის საჭირო?
ინტერნეტი, სავარჯიშო ხალიჩა, კომფორტული ტანსაცმელი და მოტივაცია
7. რა დროს არის ჯგუფები?
საღამოს საათებში. დააზუსტე წინასწარ.
8. რა ღირს?
თვეში 8 ვარჯიში - 60 ლარი, 12 ვარჯიში - 80 ლარი.
9. გაცდენილი ანაზღაურება ხდება?
არა, გაცდენილის ანაზღაურება არ ხდება.
10. ინდივიდუალურად ვარჯიშიც შესაძლებელია?
დიახ, დეტალებისთვის მომწერე





