
ჩემი პილატესის ამბავი
თუ მკითხავდნენ, რას შევცვლიდი ჩემს ცხოვრებაში, პასუხი იქნებოდა: პილატესს გავიცნობდი ბევრად უფრო ადრე.
2018 წელს, პირად ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების გამო ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა. საბედნიეროდ, შემხვდა ექიმი, რომელმაც მედიკამენტებთან ერთად ვარჯიში დამინიშნა. მეგობრის რეკომენდაციით მივედი "პილატეს თბილისში" და შემიყვარდა!
2021 წელს მივედი ჩემი ცხოვრების ყველაზე სწორ დასკვნამდე: ის, რაც მიყვარს, უნდა გახდეს ჩემი პროფესია. გადაწყვეტილება სისრულეში მაშინვე მოვიყვანე და "პილატეს თბილისში" გავიარე პილატესის კურსი.
ამ პერიოდში ვცხოვრობდი ზესტაფონში და ჩემი სტუდიაც სწორედ იქ გავხსენი.
2023 წელს გადამზადება გავიარე გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში, BSA-Akademie-ში და დავბრუნდი თბილისში.
ვფიქრობ, რომ მაქვს მისია, დავეხმარო ადამიანებს ყველაზე მნიშვნელოვანში: იყვნენ ჯანმრთელი. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მაბედნიერებს და რაც მაძლევს განვითარებისა და მუდმივი სწავლის მოტივაციას.
გამიხარდება, თუ შენც შემოურთდები მათ რიცხვს, ვინც პილატესი გამოსცადა და შეუყვარდა, ვინც გაჯანმრთელდა, გაძლიერდა და გალამაზდა.
რას გთავაზობ?
ონლაინ
ვარჯიშობ ნებისმიერი ადგილიდან
დარბაზში
გაქვს სოციალიზაციის შესაძლებლობა
ინდივიდუალურად
ვარჯიშობ შენზე მორგებული პროგრამით
ოფისში
ვარჯიშობ კოლეგებთან ერთად