
ინდივიდუალური
პროგრამა ონლაინ ან ადგილზე მისვლით
რა უპირატესობები აქვს?
შენზე მორგებულია
პროგრამა იქმნება შენი საჭიროებების შესაბამისად
გაქვს მოქნილობა
თუ ვარჯიში გიცდება, თანხას არ იხდი. შესაძლებელია ვარჯიშის გადატანა
გაქვს პირადი სივრცე
ვარჯიშობ სასურველი ადგილიდან, შენთვის კომფორტულ სივრცეში
გაქვს ალტერნატივა
ყოველი ვარჯიშის წინ შეგიძლია, გადაწყვიტო, ონლაინ ვივარჯიშებთ თუ ადგილზე მოსვლით
ინდივიდუალური ვარჯიში იდეალურია იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანი ან აუცილებელია სპეციალური პროგრამით ვარჯიში. პროგრამა სრულად ერგება მოვარჯიშის მოთხოვნებს, ჯანმრთელობის მდგომარეობას და ფიზიკურ მონაცემებს. ონლაინ ფორმატის ალტერნატივა ვარჯიშს კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის: შეგვიძლია, ყოველ ჯერზე დავგეგმოთ ვარჯიში ადგილზე მისვლით შენს მისამართზე ან ონლაინ.
ხშირად დასმული კითხვები
1. რამდენ ხანს გრძელდება ვარჯიში?
ვარჯიში გრძელდება 45-60 წუთი
2. ყოველ დღე ერთნაირი ვარჯიშებია?
არა, ყოველ დღე განსხვავებული ვარჯიშებია. საჭიროების მიხედვით გამოვიყენებთ ინვენტარს.
3. ასაკი შეზღუდულია?
არა, ასაკი შეუზღუდავია. ინდივიდუალური ვარჯიში თანაბრად კარგად ერგება ბავშვსაც, ზრდასრულსაც და ასაკოვანსაც.
4. რა ღირს?
1 ვარჯიშის ფასი ონლაინ არის 25 ლარი, ადგილზე მისვლით 40 ლარი.
5. გაცდენილის ანაზღაურება ხდება?
წინასწარი შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ვარჯიშის გადატანა
6. ვისთვის არის ინდივიდუალური ვარჯიში?
ჯანმრთელობის რაიმე პრობლემის მქონე ადამიანისთვის (მაგ. ხერხემლის თიაქარი, სახსრის ტრავმა), ორსულისთვის, მეძუძური დედისთვის, მოზარდისთვის ხერხემლის გამრუდებით, ასაკოვანისთვის და ა.შ.