როგორია პილატესი? 3 ძირითადი სახეობა
- salomemumladze1
- Jun 21, 2024
- 2 min read
Updated: Sep 15, 2024
პილატესი გამოირჩევა ვარჯიშების მრავალფეროვნებით, რომელიც ათწლეულებმა და ამ მეთოდის სხვადასხვა სკოლამ მოიტანა.
ძირითადად გამოყოფენ სამ სახეობას:
Stott პილატესი
Stott Pilates, სხვანაირად კლასიკური პილატესიც შეიძლება ვუწოდოთ, პირველ რიგში, მიზნად ისახავს კორსეტის გაძლიერებას და მოქნილობის გაზრდას. კონცენტრირებული სუნთქვის დროს, აქცენტი კეთდება თქვენს ე.წ. კორსეტზე. ამ გზით მოვარჯიშე არა მხოლოდ მობილურობას იუმჯობესებს, არამედ აძლიერებს სხეულის ცენტრს (მუცელი, ხერხემალი, მენჯი) და გულ-სისხლძარღვთა სისტემას და აცნობიერებს საკუთარ სხეულს.
ვარჯიშისას გამოიყენება სხვადასხვა ინვენტარი როგორიცაა, ბურთები, რგოლი, წინაღობის რეზინი, ბალანსის დაფა და სხვ. ამ ტიპის პილატესი შესაფერისია ყველა ასაკისა და ფიზიკური მომზადების ადამიანისთვის და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კოორდინაციას, ბალანსს, ზოგად ჯანმრთელობას და სხეული აღქმას/გაცნობიერებას.
Power Pilates
Power Pilates ორიენტირებულია კუნთების გაძლიერებაზეა. აქ შეხვდებით უფრო მეტ ისეთ მოძრაობას, როგორიც ფიტნესში გინახავთ, თუმცა შესრულების სპეციფიკა საბოლოოდ მაინც პილატესის ტენიკებს ეფუძნება. ფიტნესთან შედარებით, ვარჯიშის ინტენსივობა დაბალია, რადგან ვარჯიშები სრულება სხეულის ან მცირე წონებით (ჰანტელები), შესაბამისად, კლასიკური ძალისმიერი ვარჯიშისგან განსხვავებით, მოვარჯიშეს სჭირდება მეტი დრო, რათა Power Pilates-ით მიაღწიოს თვალსაჩინო და შესამჩნევ შედეგებს.
Yogalates
სანამ განვიხილავთ იოგალატესს, უნდა გავიგოთ განსხვავებები და მსგავსებები ამ ორს შორის: იოგასა და პილატესს ბევრი საერთო აქვთ. ორივევე მათგანი უზრუნველყოფს მეტ მოქნილობას, კოორდინაციას და სტაბილურობას. კონტროლირებადი და ე.წ. flow მოძრაობები სრულდება სწორი სუნთქვით.
თუმცა, იოგა ეფუძნება მრავალსაუკუნოვან ინდურ ტრადიციას, რომლის მიზანია სხეულისა და გონების ჰარმონიაში მოყვანა. ამის მისაღწევად, მოვარჯიშემ იოგას ვარჯიშში უნდა ჩართოს მედიტაცია და ზოგჯერ სულიერი ასპექტები. მიუხედავად იმისა, რომ პილატესსაც აქვს მსგავსი მიზნები, ის არ მოიცავს მედიტაციურ და სულიერ მდგომარეობას. პილატესის იდეა არის ის, რომ ძლიერ გონებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სხეულის ძალების გასაკონტროლებლად - ამიტომ გონება ყოველთვის "ჩართული" უნდა იყოს ვარჯიშის დროს და არ უნდა "ჩაიძიროს" მედიტაციურ მდგომარეობაში.
თუმცა, არსებობს პილატესის ფორმა, რომელიც აერთიანებს ორივე მათგანს: იოგალატესი. ყურადღება გამახვილებულია როგორც მოქნილობაზე, ასევე გაძლიერებაზე, ღრმა, ნელი და კონტროლირებადი სუნთქვის ფონზე. შესაბამისად, პილატესის სხვა ტიპებისგან განსხვავებით, იოგალატესის ვარჯიშები უფრო რბილი და მშვიდია.
Comments