პილატესი და სექსუალობა
- salomemumladze1
- Sep 15, 2024
- 2 min read
Updated: Sep 17, 2024
გსმენია აქამდე, რომ პილატესით სქესობრივი ცხოვრება უმჯობესდება? არა მხოლოდ ქალის. მამაკაცისაც. მოდით, გავიგოთ როგორ და რატომ?
ჯერ განვიხილოთ მარტივი მსგავსებები:
პილატესის ვარჯიშში მთელი სხეულია ჩართული. ასევეა სქესობრივი აქტის დროსაც.
პილატესის ვარჯიშები აგებულია კორსეტზე (მუცელი, ზურგი, მენჯი). ჩვენი სხეულის ცენტრი (კორსეტი) სექსშიც მთავარი მოქმედი "პირია".
პილატესის ვარჯიშისას მუდმივად ხდება მენჯის შიგნით მდებარე კუნთების მუშაობა. სქესობრივი აქტის დროსაც...
ახლა კი უფრო დეტალურად განვიხილოთ თუ როგორ და რატომ არის ასე.
გაწვრთნილი მენჯის კუნთები სასწაულებს ახდენს
პილატესი არ არის პილატესი, თუ კორსეტის უგულებელყოფით ვარჯიშობ. ეს ნიშნავს იმას, რომ მთელი ვარჯიშის განმავლობაში ხდება მენჯის, მუცლის და ზურგის კუნთების სტიმულირება, რომლებიც ერთად უხილავ ქამარს წარმოადგენენ. ქამარს, რომელიც შემორტყმული გვაქვს სხეულის ცენტრზე. ქამარს, რომლის ჯანმრთელობა და ფორმაში ყოფნა, სხეულის სხვა დანარჩენი ნაწილების ჯანმრთელობის საწინდარია. ამ ქამრის უმნიშვნელოვანესი ნაწილია მენჯი, რომლის შიგნითაც განლაგებულია კუნთების სამი ფენა, რომლებიდანაც თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს (იცავს შიდა ორგანოებს/მუცლის ღრუს, ასტაბილურებს ხერხემალს, იცავს შარდ-სასქესო სისტემას). პილატესის ვარჯიშის დროს სამივე ფენის დაჭიმვა და სტიმულირება ხდება (თუ როგორ, ამაზე შემდეგ ბლოგში მოგიყვებით).

მენჯის შიგნით მდებარე კუნთების შესახებ ძალიან ბევრმა ქალმა არც კი იცის. არადა მათი ფლობა მნიშვნელოვანია როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ცხოვრების განსაკუთრებულ პერიოდებში, როგორებიცაა ორსულობა და მშობიარობა.
მაინც როგორ მოქმედებს პილატესი სქესობრივი ცხოვრების ხარისხზე?
საქმე იმაშია, რომ ის, ვინც რეგულარულად ავარჯიშებს მენჯს, აძლიერებს სისხლის ნაკადს ამ ზონის კუნთებში. ამის გამო სქესობრივი აქტის დროს სხეულის აღქმა უმჯობესდება და სიამოვნებაც უფრო ინტენსიურია.
მაგრამ ეს არ არის ყველაფერი.
პილატესით უკეთესი ხდება მამაკაცის სქესობრივი ცხოვრებაც.
ქალი, რომელიც ვარჯიშობს პილატესს და კარგად იცნობს მენჯის კუნთების სამივე ფენას, შესაბამისად ფლობს ტექნიკას, თუ როგორ უნდა გაააქტიუროს და მოადუნოს ისინი. ამ ტექნიკის ცოდნა კი ეხმარება ქალს, მამაკაცის სქესობრივი გამოცდილება ჯუმაღლეს საფეხუზე აიყვანოს და მისცეს მას ბევრად უფრო მძაფრი შეგრძნებები.
მენჯის ჯანმრთელობა მშობიარობის შემდეგ
მშობიარობის შემდეგ მოდუნებული მუცლის კუნთების კვლავ ფორმაში დასაბრუნებლად რომ პიალტესი იდეალური სავარჯიშო მეთოდია, არახალია.
თუმცა ისევ და ისევ ცოტა რამ თუ იციან ქალებმა იმაზე, რომ მენჯის შიგნითაც მთელი რიგი სამუშაოებისა არის ჩასატარებელი იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს ფორმის აღდგენა, ისეთი დისკომფორტის მოხსნა, როგორიცაა, მაგალითად, უნებლიე შარდვა და მრვალი სხვა. ამ მიზნის მიღწევაში ქალების საუკეთესო მეგობარი ისევ და ისევ პილატესია. მომდევნო მშობიარობაც შედარებით მარტივი იქნება, თუ გვეცოდინება, როგორ ვმართოთ ჩვენი მენჯი და მის შიგნით მდებარე კუნთები.
დაიმახსოვრე, რომ შენი მენჯი მნიშვნელოვანია ხარისხიანი სქესობრივი ცხოვრებისთვის და არა მარტო.
Comments