top of page
Search

პილატესი დილით - რა უპირატესობები აქვს?

Updated: Sep 15, 2024


თითოეული ადამიანის ცხოვრების წესი განსხვავებულია და ყველას თავისი ბიოლოგიური რიტმი აქვს. თუმცა ცნობილია, რომ ადამიანი საკმაოდ შემგუებელია და ბიოლოგიური რიტმის შეცვლა შესაძლებელია.

ბუ თუ ტოროლა?

იმის მიხედვით, თუ დღე-ღამის რა მონაკვეთში სძინავს და ფხიზლობს ადამიანი, გამოყოფენ ორ ტიპს:


  1. ბუ, რომელიც გვიან იძინებს და იღვიძებს და ღამით უყვარს საქმიანობა მათ შორის გონებრივიც.

  2. ტოროლა, რომელსაც არ სჭირდება მაღვიძარა, ენერგიულია დღის პირველ მონაკვეთში და ადრე მიდის დასაძინებლად


რომელი უკეთესია?


თუ ამ კითხვას წარმატება-წარუმატებლობის ან დღის მანძილზე პროდუქტიულობის ჭრილში შევხედავთ, მოსაზრებები განსხვავებული იქნება. სტატისტიკა კი ასეთია:

  • დედამიწის მოსახლეობის 30% ტოროლაა, 30% - ბუ, ხოლო დარჩენილი 40% ამ ორს შორისაა.

  • ბუებისთვის 9-18-მდე სამსახური სტრესულია ადრე ადგომის აუცილებლობის გამო

  • დილის ადამიანები უნივერსიტეტში უკეთესი მოსწრებით გამოირჩევიან, ვიდრე ბუები.

  • ბუები მიდრეკილნი არიან დეპრესიული სიმპტომებისკენ, უჭირთ ჩაძინება და დილით ცუდ განწყობაზე იღვიძებენ.


უნდა შეიცვალო თუ არა ბიოლოგიური რიტმი?


კი, თუ ეს გჭირდება და იცი, რომ დაგეხმარება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ბუნება ისეა მოწყობილი, რომ ცოცხალი ორგანიზმების უდიდესი ნაწილი მზესთან ერთად იღვიძებს, რაც მათ ეხმარება იყვნენ ჰარმონიაში გარესამყაროსთან.


ჩემი აზრით, სწორედ ბუნებასთან ჰარმონიაში ყოფნაა, რაც დღევანდელ ადამიანს აკლია. სწორედ ქალაქური ცხოვრების რეჟიმმა მოიტანა ის, რომ ბევრი ჩვენგანი იძინებს გვიან, შესაბამისად იღვიძებს გვიან, ცუდ ხასიათზე მიიჩქარის სამსახურში, ვერ ასწრებს საუზმეს და დღის მანძილზე ადვილად ისტრესება.


ტიპურ ბუებს ტოროლად გადაქცევა უჭირთ და პირიქით, მაგრამ ის 40%, რომელიც შუაშია? აი, მათ კი აქვთ პოტენციალი, შეცვალონ დღის რეჟიმი, დაიწყონ დღე დილით ადრე.


ჩემი ისტორია


33 წელი “ბუ” ვიყავი. 1 წელია, რაც ტოროლა გავხდი: ვდგები ადრე და ვიძინებ ადრე. ეს არის ჯანმრთელობა, ასეა მოწყობილი ბუნება და, ჩემი აზრითაც, ეს არის სწორი.


ამ რეჟიმის შენარჩუნებაში და “დასწავლაში” მეხმარება დილის ვარჯიში. აღარ მაქვს 


  • უენერგიობა 

  • უხასიათობა

  • დილის შეშუპება


გარდა ამისა, მთელი დღე თავს ვგრძნობ მხნედ, მომიწესრიგდა კვების რეჟიმი, შესაბამისად კუჭის მოქმედება და მასთან დაკავშირებული პრობლემები.


მაქვს ხოლმე ჩავარდნები? 

რა თქმა უნდა! 


მაგრამ მთლიანი სურათი ასეთია: ჩემი ცხოვრება მოწესრიგდა, მეტს ვასწრებ, მეტი შემიძლია, ვტკბები თითოეული დღით. 


რა დამეხმარა?


დილის პილატესი, რომელიც 30 წუთს გრძელდება და სტანდარტულ პროგრამასთან შედარებით მსუბუქია. ვარჯიშები უზრუნველყოფს იმას, რომ


  • ორგანიზმმა სწრაფად გაიღვიძოს,

  • მოქმედებაში მოვიდეს კუნთები და სახსრები,

  • ტვინი მომარაგდეს ჟანბადით,

  • გონება გაივსოს პოზიტიური ფიქრებით,

  • გაქრეს დილის შეშუპება,

  • სხეული დაგვემორჩილოს და მოგვემსახუროს მთელი დღე.


არ არის ისეთი რთული პროცესი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სულ ორი კვირა სჭირდება, რომ გადაეწყო. მალევე შედეგს გაამყარებ და დაინახავ უზარმაზარ ცვლილებებს როგორც სხეულზე, ისე გონებაში და მთლიანად ცხოვრებაში! 


მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა ამ ყველაფრის, შეუძლიათ უფასო საცდელ ვარჯიშზე შემომიერთდნენ. ვარჯიშის დაჯავშნა ამ ბმულზეა შესაძლებელი.


დაიწყე ახალი ეტაპი პილატესთან ერთად.

 
 
 

Comentarios


Powered and secured by Wix

bottom of page